„საშინელებაა, აპოკალიფსს ჰგავს…“ – ამბობენ რუსები ვიდეოებში, რომელსაც დომოდედოვოს აეროპორტიდან აქვეყნებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის მიმდებარედ ცა კვამლით არის დაფარული. Telegram-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, კვამლი, უკრაინული დრონებით განხორციელებული ღამის თავდასხმის შემდეგ , ნოგინსკსა და ელექტროსტალში გაჩენილი ხანძრებისგან ვრცელდება.




