“მეც წლების განმავლობაში ვიყავი ძალადობის მსხვერპლი… დროა, ხმა ამოვიღოთ. ჩვენ არ ვართ უუფლებო მონები” – ნატა ვიბლიანის ამბავს კიდევ ერთი ქალი, ელისო ჩხვიმიანი ეხმიანება

სვა­ნეთ­ში, წლე­ბის წინ მომ­ხდა­რი არას­რულ­წლოვ­ნის სის­ტე­მა­ტუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის სა­ზა­რე­ლი ის­ტო­რია, რო­მელ­მაც 35 წლის შემ­დეგ დღის შუქი პლატ­ფორ­მა “ვე­ძებ“-ის ეთერ­ში ნახა, რამ­დე­ნი­მე დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მთა­ვა­რი გან­ხილ­ვის თე­მაა. ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ამ­ბავ­მა, სა­დაც ის ბავ­შვო­ბის ჯო­ჯო­ხეთ­ზე, ია­რა­ღის მუ­ქა­რით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ზე, იძუ­ლე­ბით მშო­ბი­ა­რო­ბა­სა და სოფ­ლი­დან გა­მო­სახ­ლე­ბა­ზე ჰყვე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო.

ამ საქ­მეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი და რე­ზო­ნან­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა თა­ვად ჩხვი­მი­ა­ნე­ბის გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლის, ელი­სო ჩხვი­მი­ა­ნის სა­ჯა­რო პოს­ტი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვიბ­ლი­ა­ნის თქმით, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სწო­რედ ამ გვარს ატა­რე­ბენელი­სო ჩხვი­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ თა­ვა­დაც ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლი­ლი ემიგ­რან­ტი ქა­ლია, ნა­ტას სრულ სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს, სა­კუ­თარ უმ­ძი­მეს წარ­სულ­ზე ჰყვე­ბა და ხმა­მაღ­ლა მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, და­ას­რუ­ლონ დუ­მი­ლი, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად თავი შე­ი­კა­ვონ, კუ­თხი­სა თუ გვა­რის ნიშ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის ბუ­ლინ­გი­სა და გან­კი­თხვის­გან

ელი­სო ჩხვი­მი­ა­ნი:

ახლა და­ვას­რუ­ლე პოდ­კას­ტის, “ვე­ძებ” ყუ­რე­ბა და ძა­ლი­ან დამ­ძი­მე­ბუ­ლი მაქვს გული. ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი არის ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან მე თვი­თო­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და ვცხოვ­რობ­დი იმ ტკი­ვილ­ში, შიშ­ში და იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­მელ­საც ბევ­რი ქალი ჩუ­მად იტანს. და თუნ­დაც იმი­ტომ, რომ უფრთხილ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებს, რომ რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბა არ დატ­რი­ალ­დეს და ეში­ნია, რომ ისევ მათ რამე საფრ­თხე არ შე­ექ­მნათ.

მე პი­რა­დად, ჩემი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად მო­მი­წია ჩემი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბაც კი. ამი­ტომ, ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის ყვე­ლა იმ ქა­ლის, ვინც დღეს ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი ხმის დაბ­რუ­ნე­ბას, ცდი­ლობს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბამ გა­ი­მარ­ჯვოს. სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ ნა­ტას და მეს­მის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა იმ ქა­ლის, ვი­საც ერთხელ მა­ინც უთ­ქვამს, რომ: “ანუ, აღარ შე­მიძ­ლია დუ­მი­ლი და საკ­მა­რი­სია უკვე, ანუ, საკ­მა­რი­სი!“გარ­და ამი­სა, რო­გორც ჩხვი­მი­ან­მა, მინ­და ვთქვა, რომ ძა­ლა­დო­ბას გვა­რი არა აქვს. სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სვა­ნი, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი მისი მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ერთი ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბა ვერ გან­სა­ზღვრავს მთელ გვარს, მთელ ხალ­ხს ან მთელს სვა­ნეთს; მი­თუ­მე­ტეს, ჩხვი­მი­ა­ნებ­ში და, ზო­გა­დად, სვა­ნეთ­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არის, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არის და ისი­ნი არ უნდა გახ­დნენ გან­კი­თხვის ობი­ექ­ტე­ბი. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვტკი­ვა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვინ­და, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგეს.

მაგ­რამ ასე­ვე მინ­და მკა­ფი­ოდ ვთქვა ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლილ ქა­ლებ­ზე, რომ დროა, დროა უკვე, რომ დას­რულ­დეს! დროა, ხმა ამო­ვი­ღოთ. ანუ, ჩვენ არ ვართ არა­ვის სა­კუთ­რე­ბა, ჩვენ არ ვართ უუფ­ლე­ბო მო­ნე­ბი და ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ – ჩვენც გვაქვს უფ­ლე­ბა, ვი­ცხოვ­როთ ში­შის გა­რე­შე, გვქონ­დეს სა­კუ­თა­რი ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა და ვი­ყოთ და­ცუ­ლე­ბი.აი, არ ვიცი, მარ­თლა სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ. ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის ყვე­ლა იმ ქა­ლის, ვინც ოდეს­მე სა­კუ­თარ ტკი­ვი­ლებ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლა და გა­მო­სავ­ლის პოვ­ნაც კი გას­ჭირ­ვე­ბია, რო­გორ გა­მო­სუ­ლი­ყო ამ ყვე­ლაფ­რი­დან. არა­ვის არ უნდა მო­უ­წი­ოს გაქ­ცე­ვა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად და, ვფიქ­რობ, რომ დღეს დუ­მი­ლი არის და­ნა­შა­უ­ლი.

გთხოვთ, მო­ე­რი­დეთ ადა­მი­ა­ნე­ბის ლან­ძღვას. პი­რად­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ვარ­დე­ბით მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩხვი­მი­ა­ნი ვარ (და მი­თუ­მე­ტეს, რომ თქვენ არ იცით ჩემი ის­ტო­რია) და გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ სხვა ჩხვი­მი­ა­ნე­ბის და, მი­თუ­მე­ტეს, სვა­ნე­თის ლან­ძღვის­გან. იმი­ტომ, რომ სვა­ნე­ბი ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და დღე­საც 90% არი­ან ღირ­სე­უ­ლი, ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დე­და­მი­წის ზურ­გზე, ვინც კი მე­გუ­ლე­ბა”, – ამ­ბობს ელი­სო ჩხვი­მი­ა­ნი.