თაზო დათუნაშვილის თქმით, მათ აქვთ მოქმედების გეგმა ყველა მოცემულობაში, მათ შორის უმძიმესშიც (ვიდეო)

“ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ისინი მზად არიან ყველა სცენარისთვის, ეს იქნება პოლიტიკური ლიდერების დაკავება თუ მათი პარტიის აკრძალვა.

პოლიტიკოსის თქმით, მოლოდინი მძიმე აქვთ, რადგან კარგად ჩანს, საითაც მიემართება ეს პროცესი.

მისივე თქმით, ეს არის აბსურდი, რომლის მიზანია, აბსოლუტურად ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, ვისაც შესწევს უნარი ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში დაამარცხოს და მოაშოროს ამ ქვეყანას, ციხეში უნდა აღმოჩნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა