უკრაინის სპეცსამსახურების კიდევ ერთი ლეგენდარული, უაღრესად გავლენიანი და რუსებისთვის უკიდურესად საშიში ადამიანია

ვინ არის ოლექსანდრ პოკლადი, რომელიც СБУ-ს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა:
უკრაინის სპეცსამსახურების კიდევ ერთი ლეგენდარული, უაღრესად გავლენიანი და რუსებისთვის უკიდურესად საშიში ადამიანია.
უკრაინულ მედიაში ხშირად მოიხსენიებენ მეტსახელით “Stangler-ი” (მახრჩობელა), რაც მის უხეშ, აგრესიულ და ეფექტურ მუშაობის სტილზე მიანიშნებს.
ის არის კაცი, რომელიც წლებია ჩრდილში მუშაობს, თუმცა მისი ხელწერა რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე ხმაურიან ოპერაციებს ატყვია.
პოკლადის კარიერა ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ ჭრელი და საინტერესოა:
პოლიციიდან СБУ-მდე: კარიერა სამართალდამცავ ორგანოებში პოლიციით (მაშინდელი მილიციით) დაიწყო, სადაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში მუშაობდა. მოგვიანებით იურისტის ლიცენზიაც აიღო, თუმცა მისი ნამდვილი სტიქია სპეცსამსახურები აღმოჩნდა.
კონტრდაზვერვის ხერხემალი – წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა СБУ-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მე-5 მთავარ სამმართველოს. ეს არის ქვედანაყოფები, რომლებიც ყველაზე აქტიურ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დივერსიულ და ლიკვიდაციის ოპერაციებზე მუშაობდნენ.
СБУ-ს უფროსის მოადგილე: 2023 წლის აგვისტოში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის СБУ-ს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა.
პოკლადი არის კლასიკური კონტრმზვერავი და ჯაშუშებზე მონადირე, მის სახელს უკავშირდება:
რუსი აგენტების ქსელების განადგურება: მან პირადად გაანეიტრალა და ამხილა უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებში, ეკლესიასა და თავად უშიშროებაში ჩაბუდებული ათობით მაღალჩინოსანი რუსი თხუნელა.
მკაცრი რეპუტაცია: მასზე დადის ლეგენდები, რომ დაკითხვებისას და ოპერატიული მუშაობისას არის ძალზე უკომპრომისო და უხეში, ცივი და მიზანდასახული. სწორედ ამიტომ შეარქვეს მახრჩობელა – თუ ვინმეს ხელს ჩაავლებს, ბოლომდე წურავს ინფორმაციას.
რუსების სამიზნე: რუსეთის ФСБ-ს და ГРУ-ს მოსისხლე მტერია. რუსულ მედიაში პოკლადს ხშირად აბრალებენ დონბასში სეპარატისტთა ლიდერების (მაგალითად, ალექსანდრე ზახარჩენკოს და სხვების) ლიკვიდაციის ორგანიზებას, რის გამოც მასზე რამდენიმე თავდასხმა და მკვლელობის მცდელობაც კი დაიგეგმა, თუმცა ყველა უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა