ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა “დიფ სთეითის”

პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრების ჩვენებებზე კომენტირებისას, “ტვ პირველის” ჟურნალისტთან აცხადებს, რომ “ის ყველაფერი, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა “დიფ სთეითის” და არაფორმალური გავლენებისგან”.

“ეს არ არის პოლიტიკური ველი, ეს არის დამნაშავეების ველი, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რომლისთვისაც ისინი გადიან სასამართლო პროცესებს, რიგი მათგანი უკვე ბრალდებულია და შესაბამის პასუხისმგებლობაშია მიცემული.

მაგალითად, გუშინ კაია კალასის განცხადება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურას წარმოადგენს და ის ნამდვილად არ ეკუთვნის საკუთარ თავს, პირდაპირ, ურცხვად და ყველანაირი პროტოკოლის დარღვევით ამბობს, რომ ის არ ითანამშრომლებს ქართველი ხალხის ოფიციალურად არჩეულ ხელისუფლებასთან. ეს არის იმ თავისი ძირითადი მისიის პირდაპირი უგულებელყოფა, რომელიც წესით ევროკომისარმა და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელმა უნდა ატაროს. ამიტომ, როდესაც ასეთ განცხადებებს უკვე პირდაპირ აკეთებენ, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს, რომ მათ მხრიდან, როგორც პირდაპირ, ასევე არაფორმალურად და არაოფიციალურად ხდებოდა იმ რადიკალიზმის მხარდაჭერა და წახალისება, რომელსაც ჩვენ წლების მანძილზე საქართველოში ვუყურებთ. ფაქტია, რომ ის ყველაფერი, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა deep state-ის და არაფორმალური გავლენებისგან”, — თქვა წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება