გადახრილი კორპუსი ვარკეთილში – რისი იმედი უნდა ჰქონდეთ მობინადრეებს?

„გასაღები აღარ ტრიალებს“, „კარი იჭედება“, „ზეთი ტაფის ერთ მხარეს გროვდება“, „კაფელი, იატაკი აიყარა“, „კედლებზე ბზარებია“… – ვარკეთილის 3-ში, 338-ე კორპუსის მცხოვრებლებისთვის მათი სახლის დეფორმაცია წლიდან წლამდე სულ უფრო საგრძნობი ხდება.

პირველი და მეორე ბლოკის სადარბაზოები ერთმანეთის საპირისპიროდ არის გადახრილი – რაც შორიდან კიდევ უფრო შესამჩნევია.

40 წლის წინ აშენებული 9-სართულიანი, 9 სადარბაზოიანი კორპუსის მე-2 სადარბაზოში ხალხი უკვე ორი თვეა ულიფტოდ არის დარჩენილი. ძველის ახლით შეცვლა მუნიციპალიტეტის კონტრაქტორმა კომპანიამ ვერ შეძლო – კედლების მნიშვნელოვანი გადახრის გამო.

სწორედ ამას მოჰყვა მობინადრეთა მორიგი განგაშიც.

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნით, რომელიც მხოლოდ ზედაპირულ, ვიზუალურ დათვალიერებას ეყრდნობა, კორპუსს კვლავ მეორე ხარისხის ავარიულობა დაუდგინდა – რაც, ამ ეტაპზე, არასაკმარისია ამ კორპუსის ჩასართავად ჩანაცვლების მუნიციპალურ პროგრამაში.

მუნიციპალური ლაბორატორიის ბოლო დასკვნა 12 ივლისს დაარიგეს, როცა 338-ე კორპუსის მცხოვრებლებთან შესახვედრად სამგორის რაიონის გამგებელი – კახა სამხარაძე მივიდა.

ამ შეხვედრას რადიო თავისუფლებაც ესწრებოდა.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება