უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, რათა რათა ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ში გადასულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სიიარტომ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღო მსოფლიოს წამყვანი ელექტრომობილების მწარმოებლისგან.
BYD ბოლო 20 წლის განმავლობაში საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი უდიდესი წარმატების ისტორიაა… დღეიდან მე გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც ჯგუფის საგარეო ურთიერთობებისა და ახალ ბიზნეს ხაზების განვითარებაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი დირექტორი,” – დაწერა სიიარტომ.
Associated Press-ი წერს, რომ მთავრობაში მუშაობისას სიიარტომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უნგრეთში ჩინური კომპანიებისგან უცხოური ინვესტიციების მოპოვებაში, მათ შორის მისი ამჟამინდელი დამსაქმებლის BYD-ისგან, რომელმაც მისი მოღვაწეობის პერიოდში მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუბსიდიები მიიღო.
პიტერ სიიარტო თითქმის 12 წლის განმავლობაში უნგრეთის უმაღლესი დიპლომატი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობაში. ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პეტერ მადიარის პროევროპულმა პარტიამ აპრილში არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტის წევრად დარჩა.




