ნაუსედა: არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთი ბალტიისპირეთსა და პოლონეთში პროვოკაციებს ამზადებს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთი შესაძლოა ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში პროვოკაციებს ამზადებდეს. მისი თქმით, ამის გამო ქვეყანამ სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების ზომები უკვე გაამკაცრა.

ჩვენი სადაზვერვო სამსახურებისგან მსგავსი სიგნალები მივიღეთ. ინფორმაცია კონკრეტულ ადგილსა და დროს არ მიუთითებს, რადგან ამის დადგენა უბრალოდ შეუძლებელია. შესაძლოა, მეორე მხარეს დაგეგმვის პროცესი ჯერ კიდევ არ დაუსრულებია და შესაძლოა, ჩვენთვის მხოლოდ მზადების ფაქტი ან სავარაუდო სამიზნე იყოს ცნობილი.

ვემზადებით შესაძლო თავდასხმების ფართო სპექტრისთვის, რამაც შეიძლება ამ ობიექტების ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. – განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, „ინფორმაცია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე წერტილოვან კინეტიკურ ოპერაციებს შეეხება და არა მასშტაბურ მოქმედებებს.