არჩილ გორდულაძე – ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ ისიც დაეცა

ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა და მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ ვიხილეთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ეუთო-ს რეზოლუციაზე და მასთან საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო-ს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც იმ ფურცელს, რომელზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები იბეჭდება.

„ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა და მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ ვიხილეთ. ეუთო-ს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის განცხადებებს თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს – იმ ფურცლის ფასი, რომელზეც ისინი იბეჭდებიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.