“ჩემი ანგელოზი. მართა… კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია სიმწრით” – რას წერს გორში ავარიის დროს გარდაცვლილი დედა-შვილის ახლობელი

გორ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას დედა-შვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლი ქალი ანი ბე­რი­ა­ნი­ძეა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, ისი­ნი ზებ­რა გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ, რო­დე­საც სწრა­ფად მოძ­რა­ვი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა.

ამ ამ­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვი­ლი წერს:

“და­ვი­ღუ­პე ხალ­ხო ჩემი ანა აღა­რა მყავს ჩემი გაზ­რდი­ლი, ჩემი ერ­თა­დერ­თი იმე­დი აღა­რა მყავს! რა­ტომ ხალ­ხო? რა­ტომ და­დი­ხართ მთვრა­ლე­ბი? გა­გე­ჩე­რე­ბი­ნა პატ­რუ­ლის­თვის. დედა-შვი­ლი რომ მი­ა­ჭყლი­ტე და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ფა­რე თავი შე­გარ­ჩენ ამ სიმ­წა­რეს?!

ჩემი ან­გე­ლო­ზი. მარ­თა… კა­მე­რებ­ში ჩანს დე­დას რომ მო­ეხ­ვია სიმ­წრით. შე არა­რა­ო­ბა გად­მოხ­ტი და გა­ი­ქე­ცი რა­ტომ არ მო­ი­კა­ლი თავი ან­გე­ლო­ზი ბავ­შვი რომ გა­ჭყლი­ტე!

ჩემო ლა­მა­ზო და ნი­ჭი­ე­რო ბავ­შვო­ბი­დან ლექ­სებს წერ­და! მღე­რო­და, 5 ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა უნდა გქო­ნო­და ჩემო ობო­ლო!

ახლა ვზი­ვარ და ორ ჩა­სას­ვე­ნე­ბელს დავ­ტი­რი.შენ მა­ინც რო­გორ მი­მა­ტო­ვე ანა! ჩემო ლა­მა­ზო..რა­ტომ უნდა და­გი­ტი­როთ მე? მე რა­ტომ არა­ვინ მი­ცო­დებთ” – წერს გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

  • ცნო­ბის­თვის, გო­რის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე “ჯი­პის” ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ით დედა-შვილს და­ე­ჯა­ხა.

ახალ­გაზ­რდა ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და ის თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

შსს-ის ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლია ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი.