ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მკვლევრებმა ლიდარული დრონით თელავისხევის ფსკერი დაასკანერეს. კვლევა მეცნიერებს საშუალებას მისცემს ზუსტად დაადგინონ, რა გახდა სტიქიური პროცესების მიზეზი, სად გადმოლახა მდინარემ კალაპოტი და რა გეოლოგიური პროცესები განვითარდა ტერიტორიაზე.
სტიქიურ საფრთხეებზე, მათ პრევენციასა და ადრეული შეტყობინების სისტემების მნიშვნელობაზე ფორმულას ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა სუხიშვილი საუბრობს.
14 ივლისს, 11:00 საათზე გიწვევთ ილიაუნის ახალი სამეცნიერო ჰაბის გახსნაზე. გაეცანით უახლეს სამეცნიერო კვლევებს, დაათვალიერეთ თანამედროვე ლაბორატორიები და აღმოაჩინეთ, როგორ მუშაობენ მეცნიერები ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და მათ პრევენციაზე (მის.: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, შ. ნუცუბიძის 77).




