მედია: “ნეიტრალური საქართველოს” წევრი არ გამორიცხავს, რომ 8 პოლიტიკოსის გარდა, ბრალი ზურაბიშვილს და გახარიასაც წარედგინოთ

“ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ 8 პოლიტიკოსის გარდა, ბრალი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიასაც წარედგინოთ.

  • ცნობისთვის,8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმეში სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას წინააღმდეგაც მიცემული ჩვენებებიც დევს – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ნანა კაკაბაძე საუბრობს.
  • ზურაბიშვილთან მიმართებით კაკაბაძე აცხადებს, რომ სწორედ მან შეიწყალა ნიკა მელია, ნიკა რურუა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დასავლეთის მოთხოვნით და ამ შეწყალებებს ის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად და დასავლეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.
  • რაც შეეხება გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას,  ნანა კაკაბაძე საუბრობს ქვეყნის მართვაში გარე ძალების უხეშ ჩარევაზე და ამის მაგალითად მოჰყავს 20 ივნისის საქმე. ასევე ყოფილ პრემიერთან მიმართებაში ნახსენებია ნიკა მელიას ქეისიც და ნათქვამია, რომ “გახარიამ ნიკა მელიას დაპატიმრების საბაბით ყველაზე მძიმე პერიოდში ზურგში დანა ჩასცხო”.
  • კაკაბაძე ამ ეპიზოდს ჩვენებაში ახსენებს, როგორც გახარიას მხრიდან გარე დაკვეთის შესრულებას.

სასამართლოში მოწედ მისულმა ნიკოლეიშვილმა თქვა, რომ ჯერ გამოძიება დასრულებული არ არის და შეიძლება ზურაბიშვილის და გახარიას წინააღმდეგ აალი მტკიცებულებები მოიპოვოს გამოძიებამ.

ყველა დასახელებულ ადამიანზე სარჩელში არის გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც ფაქტებით არის გაჯერებული. ჯერ გამოძიება მიმდინარეობს ხომ? თუ ახალი მტკიცებულებები და გარემოებები გამოჩნდება, გამოძიება რასაც ჩათვლის საჭიროდ, თუ დამატებით კიდევ დასჭირდებათ სხვა ფაქტის მოძიება, ჩვენ ვითანამშრომლებთ. იმ ფაქტების მიხედვით, რაც სარჩელში არის ასახული, ვინც ჩათვალა გამოძიებამ საჭიროდ, რომ კანონის შესაბამისად მასზე უნდა აწარმოებს გარკვეული სამართლებრივი ქმედებები, მასზე აწარმოა”, – აცხადებს ნიკოლეიშვილი.  

დღეს “ნეიტრალური საქართველოს” წევრის მედიასთან ირწმუნებოდა, რომ არავის დაკვეთა არ შეუსრულებიათ და რომ გაერთიანების წევრებმა თავად, ერთობლივად მიმართეს პროკურატურას.

ნიკოლეიშვილის კომენტარიდან ასევე ირკვევა, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებები შეკრიბეს და სწორედ ეს გადასცეს სამხილად პროკურატურას.

კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს მართალი და ყველამ უნდა აგოს პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმეს აქვს თავში განზრახვა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო შეარყიოს და კიონსტიტუციური წყობილება არაკანონიოერი ამ გზით შეცვალოს.

(სარჩელის შეტანაზე) იდეა უნდა გაუჩნდეს ნებისმიერ მოქალაქეს – ყველას გაგვიჩნდა იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახელმწიფო ეკუთვნის საზოგადოებას.

ეს ყველა მტკიცებულებები, ფაქტები, რომლებიც ამოღებულია საჯარო განცხადებებიდან – ამ ფაქტებსი შესახებ მე არ გეტყვით პროცესის დასრულებამდე. 

მტრული საქმიანობა არის, როცა ადამიანი ფულს, დაფინანსება იღებს უცხო ქვეყნიდან და ემსახურება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობის წარმოებას”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა. 

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ ბადრი ჯაფარიძე და ზურა ჯაფარიძე ესწრებიან.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.