“Levan Andriashvili ხომ გეუბნებოდი საჯაროდ ნუ არიგებ კორპუსების სამშენებლო ნებარართვებს იქ სადაც მდინარეს კალაპოტიათქო?!
ვაჟა მაღრაძე ხომ შემოვედი შენთან რაც მერი ხარ და გთხოვე გააუქმე გაცემული სამშენებლო ნებარვები წინა მერის რადგან 50 წლის თავზე ღვარცოფი გვიახლოვდება და ქალაქს წალეკავსთქო… ხომ არ გააუქმე?!
ხო და ამ ქალაქში ერთადერთი კეთილი “ყვავი” ვარ ვინც ღიად დაგჩხავით წლებია, მაგრამ არ მისმენთ…
ხევი არაა ხალხო ეგ, ღვარცოფული მდინარეა თელავს რაც ორ ნაწილად ჰყოფს, და სიღორემ და სიბრმავემ მდინარის კალაპოტში ააშენებინა ხალხს სახლებიც კორპუსებიც და რესტორნებიც.
ახლა გაგვაფრთხილა მდინარემ და მეორე მესამედ დასავლეთ თელავს წალეკავს, მაგ ზუზუმბოს კორპუსებს და ზოდიაქოს რეტორნას კიდე ალაზნის გამზრის ახლად აშენებულ კორპუსებში ჩამოიტანს
ია გულიაშვილი შენ ხარ ადამიანი გუშაგი” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.



