რაზე დგას თბილისი: გეოლოგიური “დნმ” – “ოკეანის ფსკერზე დავაბიჯებთ… ბევრმა არ იცის, რომ დედაქალაქის ქვეშ გადის რღვევა, რომელიც ტექტონიკურად აქტიურია”

ცო­ტა­თი გან­სხვა­ვე­ბულ, თუმ­ცა ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თე­მას უნდა შე­ვე­ხოთ. ესაა – რაზე დგას თბი­ლი­სი და რო­გო­რია მისი გე­ო­ლო­გი­უ­რი დნმ… ჩვე­ნი სტუ­მა­რია დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასის­ტენ­ტი, რაბი გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი.

სა­უ­ბა­რი ამ ერ­თგვა­რი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი შე­კი­თხვით და­ვი­წყეთ: რაზე დგას თბი­ლი­სი და რო­გო­რია დე­და­ქა­ლა­ქის გე­ო­ლო­გი­უ­რი ძირი?

  • ნე­ო­თე­ტი­სის ოკე­ა­ნე და თბი­ლი­სის ფორ­მი­რე­ბის 50 მი­ლი­ო­ნი წელი

– თბი­ლი­სის გე­ო­ლო­გი­უ­რი აგე­ბუ­ლე­ბის და იმ გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რა­საც დღეს ირ­გვლივ ვხე­დავთ, ათო­ბით მი­ლი­ო­ნი წლის წინ და­ი­წყო. ეს პრო­ცე­სე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად ქვე­და ეო­ცე­ნი­დან, ანუ, უხე­შად რომ ვთქვათ, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი წლის წინ იწყე­ბა და დღემ­დე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა.

– ანუ ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სი დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს? კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­რე­მო იყო აქ მი­ლი­ო­ნო­ბით წლის წინ?

– იმი­სათ­ვის, რომ გან­ვი­ხი­ლოთ, თუ რაზე დგას თბი­ლი­სი, უნდა მივ­ყვეთ ეტა­პებს. რო­დე­საც თბი­ლი­სის ამ­გე­ბი, შე­და­რე­ბით ძვე­ლი ქა­ნე­ბი ფორ­მი­რე­ბას იწყებ­და, ეს ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად წყლით იყო და­ფა­რუ­ლი. ამ გი­გან­ტურ წყალ­სა­ტევს, რომ­ლის კვალ­საც დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე არე­ალ­ზე ვე­ღარ ვხე­დავთ, ნე­ო­თე­ტი­სის ოკე­ა­ნე ერ­ქვა. იგი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს არ­სე­ბობ­და და სულ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი წლის წინ სა­ბო­ლო­ოდ და­ი­ხუ­რა, რის შე­დე­გა­დაც მი­ვი­ღეთ ხმე­ლე­თი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­რე­მო მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და: ჯერ იყო სა­ო­კე­ა­ნო აუზი, შემ­დეგ – ზღვი­უ­რი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი – ჩა­კე­ტი­ლი წყალ­სა­ტე­ვი. შე­სა­ბა­მი­სად, გზა­დაგ­ზა სხვა­დას­ხვა ტი­პის ქა­ნე­ბი ყა­ლიბ­დე­ბო­და.

  • ქვი­შაქ­ვე­ბი, ვულ­კა­ნუ­რი ქა­ნე­ბი და თბი­ლი­სი – აჭა­რა-თრი­ა­ლე­თის ქე­დის და­ბო­ლო­ე­ბა

– სა­ინ­ტე­რე­სოა, კონ­კრე­ტუ­ლად რო­გო­რი ტი­პის ქა­ნებ­თან გვაქვს საქ­მე დე­და­ქა­ლაქ­ში?

– წარ­მო­შო­ბის მი­ხედ­ვით შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ყოთ რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ტიპი. პირ­ვე­ლი ეს არის და­ნა­ლე­ქი ქა­ნე­ბი. მათი გან­მარ­ტე­ბა მარ­ტი­ვია: რო­დე­საც წყალ­სა­ტევ­ში რე­ლი­ე­ფის შე­მაღ­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბი­დან და­ბა­ლი ფორ­მე­ბის­კენ ჩა­ი­რე­ცხე­ბა ნა­ლე­ქე­ბი (სე­დი­მენ­ტე­ბი), ისი­ნი ფსკერ­ზე ილე­ქე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მყარ­დე­ბა. ეს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის რე­ა­ლო­ბაა – სხვა­დას­ხვა ასა­კის და­ნა­ლექ ქა­ნებს თბი­ლის­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყველ­გან შევ­ხვდე­ბით – მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი – ცალ­სა­ხად ქვი­შაქ­ვაა. მე­ო­რე ტიპი არის მაგ­მუ­რი ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წის სიღ­რმი­დან წა­მო­სუ­ლი ბლან­ტი მაგ­მის გა­ცი­ვე­ბის შე­დე­გად ყა­ლიბ­დე­ბა – იქ­ნე­ბა ეს ვულ­კა­ნის მიერ ამოფრქვე­უ­ლი ლავა ზე­და­პირ­ზე, თუ მი­წის ქვეშ, სიღ­რმე­ში­ვე გა­ცი­ვე­ბუ­ლი მასა.

ეს ცოდ­ნა იმი­ტომ გვჭირ­დე­ბა, რომ თბი­ლი­სის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი და და­სავ­ლე­თი პე­რი­ფე­რია, რე­ა­ლუ­რად, აჭა­რა-თრი­ა­ლე­თის ნა­ო­ჭა-შე­ცო­ცე­ბი­თი სის­ტე­მის და­ბო­ლო­ე­ბაა. ეს სტრუქ­ტუ­რა მცი­რე კავ­კა­სი­ო­ნის ნა­წი­ლია, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თბი­ლი­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მცი­რე კავ­კა­სი­ო­ნის კი­დე­ზე მდე­ბა­რე­ობს. ამ კონ­კრე­ტულ ზო­ნა­ში გვხვდე­ბა შუა ეო­ცე­ნუ­რი, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 43-45 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნან­დე­ლი გა­ცი­ვე­ბუ­ლი ან­დე­ზი­ტუ­რი ლა­ვე­ბი და გაბ­რო­უ­ლი ინ­ტრუ­ზი­ვე­ბი (სიღ­რმე­ში გა­ცი­ვე­ბუ­ლი მაგ­მა). ასე­თი გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი ქა­ნე­ბის ნახ­ვა, მა­გა­ლი­თად, რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზეც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.გე­ო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოს­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვულ­კა­ნურ-სე­დი­მენ­ტუ­რი, ტუფბ­რექჩი­ე­ბი. ისი­ნი მაგ­მუ­რი წარ­მო­შო­ბის ნა­ტე­ხე­ბის ერ­თმა­ნეთ­ზე შე­ცე­მენ­ტე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა და ქა­ლა­ქის რე­ლი­ე­ფის ფორ­მი­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს.

  • “ჩვენ ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე და­ვა­ბი­ჯებთ” – რო­გორ გაქ­რა ნე­ო­თე­ტი­სი და სად მი­ე­დი­ნე­ბო­და მტკვა­რი?

– ე.ი. გა­მო­დის, რომ დღეს ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე ვცხოვ­რობთ? რა­ტომ გაქ­რა ეს ოკე­ა­ნე?

– დიახ, რო­დე­საც თბი­ლის­ში და­ნა­ლექ ქა­ნებ­ზე და­ვა­ბი­ჯებთ, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ იმ წყალ­სა­ტე­ვის ფსკერ­ზე დავ­დი­ვართ, სა­დაც ეს ქა­ნე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით წლის წინ და­ი­ლე­ქა.რაც შე­ე­ხე­ბა ნე­ო­თე­ტი­სის გაქ­რო­ბას: ეს მოხ­და იმის გამო, რომ აფ­რი­კი­სა და არა­ბე­თის ტექ­ტო­ნი­კურ­მა ფი­ლაქ­ნებ­მა ჩრდი­ლო­ე­თის­კენ და­ი­წყეს მოძ­რა­ო­ბა. ნე­ო­თე­ტი­სის ოკე­ა­ნე, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მო­ექ­ცა ევ­რა­ზი­ის ფი­ლა­ქან­სა და ამ ორ ფი­ლა­ქანს შო­რის. სივ­რცე თან­და­თან შე­ვიწ­როვ­და, ჯერ ჩა­კე­ტილ აუ­ზე­ბად იქცა, შემ­დეგ კი სა­ერ­თოდ გაქ­რა. ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წყო კავ­კა­სი­ო­ნი­სა და მცი­რე კავ­კა­სი­ო­ნის ამო­ზე­ვე­ბა და შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის გი­გან­ტუ­რი მთა­თა სის­ტე­მე­ბი, რაც დღეს გვაქვს.

– წლე­ბის წინ ერთ-ერთ გე­ო­ლოგ­თან მქონ­და ინ­ტერ­ვიუ. მან აღ­ნიშ­ნა, რომ გე­ო­ლო­გი­ურ წარ­სულ­ში მტკვა­რი გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ დო­ნე­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით მთაწ­მინ­დის სი­მაღ­ლე­ზე მი­ე­დი­ნე­ბო­და და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­იჭ­რა რე­ლი­ეფ­ში. რას იტყვით თქვენ?

– ნამ­დვი­ლად ასეა. თუკი ოკე­ა­ნე­ე­ბის ევო­ლუ­ცია ასო­ბით მი­ლი­ონ წელს ით­ვლის, მდი­ნა­რე­ებს შე­და­რე­ბით ხან­მოკ­ლე სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლი აქვთ. თუმ­ცა მტკვა­რი გე­ო­ლო­გი­ურ წარ­სულ­ში ნამ­დვი­ლად რე­ლი­ე­ფის ბევ­რად შე­მაღ­ლე­ბულ ფორ­მებ­ზე გა­ე­დი­ნე­ბო­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მან ერო­ზი­ის შე­დე­გად უფრო და უფრო გა­აღ­რმა­ვა კა­ლა­პო­ტი.აქ პრო­ცე­სი ორ­მხრი­ვია: ერთი მხრივ, მდი­ნა­რე თა­ვად ჭრის რე­ლი­ეფს და მე­ო­რე მხრივ, მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ტექ­ტო­ნი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გამო, ხდე­ბა დე­და­მი­წის ქერ­ქის ამო­ზე­ვე­ბა. არა­ბე­თი­სა და აფ­რი­კის ფი­ლაქ­ნე­ბი დღე­საც აწ­ვე­ბა ევ­რა­ზი­ის ფი­ლა­ქანს. სწო­რედ ეს მუდ­მი­ვი წნე­ხია რე­გი­ონ­ში მი­წისძვრე­ბი­სა და ტექ­ტო­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი.

  • 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დია, ახალ­და­ბის მე­წყე­რი და პრე­ვენ­ცი­ის ძალა

– თბი­ლი­სის გე­ო­ლო­გი­ურ „დნმ“-ზე სა­უბ­რი­სას გვერდს ვერ ავუვ­ლით სტი­ქი­ებს. თბი­ლი­სის ნუ­მუ­ლი­ტუ­რი წყე­ბა, რო­მე­ლიც ახალ­და­ბის მე­წყრუ­ლი ზო­ნის ამ­გე­ბი ქა­ნია (წყე­ბა რამ­დე­ნი­მე ქა­ნის ერ­თმა­ნეთ­ზე მო­რი­გე­ო­ბაა), სამ­წუ­ხა­როდ, 2015 წლის 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დია გა­მო­იწ­ვია.

თბი­ლი­სის ნუ­მუ­ლი­ტე­ბი­ა­ნი წყე­ბა – ქვი­შაქ­ვი­სა და არ­გი­ლი­ტის შრე­ე­ბის მო­რი­გე­ო­ბა, მდ. ვე­რეს ხე­ო­ბა

 

– სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და საპ­რე­ვენ­ციო ზო­მე­ბი წი­ნას­წარ რომ ყო­ფი­ლი­ყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ამ შე­დეგს ავი­ცი­ლებ­დით?

– ძა­ლი­ან რთუ­ლი შე­კი­თხვაა და პა­სუ­ხიც ცალ­სა­ხა ვერ იქ­ნე­ბა. რო­დე­საც საქ­მე გვაქვს ისეთ გი­გან­ტურ დი­ნა­მი­კურ პრო­ცეს­თან, რო­გო­რიც ახალ­და­ბის ბლო­კუ­რი მე­წყე­რია, მას­შტა­ბე­ბი გა­ოგ­ნე­ბას იწ­ვევს.პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მოვ­ლე­ნამ­დეც შე­საძ­ლე­ბე­ლია და მის შემ­დე­გაც. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან უფრო მეტი სა­მუ­შაო სტი­ქი­ის შემ­დეგ ჩა­ტარ­და, ვიდ­რე მა­ნამ­დე. მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის სრუ­ლი შე­ჩე­რე­ბა ბუ­ნე­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, წი­ნას­წარ რომ მომ­ხდა­რი­ყო კა­ლა­პო­ტის სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბა ამ ღვარ­ცო­ფუ­ლი ნა­კა­დის გა­სა­ტა­რებ­ლად, შე­დე­გი ასე­თი ლე­ტა­ლუ­რი და დრა­მა­ტუ­ლი აღარ იქ­ნე­ბო­და. საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი – დრე­ნა­ჟე­ბი, ტე­რი­ტო­რი­ის გა­ტყი­ა­ნე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, სა­ხი­ფა­თო ზო­ნებ­ში ან­თრო­პო­გე­ნუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა – რის­კებს საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს.

  • ქა­ო­სუ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა და თბი­ლი­სის აქ­ტი­უ­რი რღვე­ვა

– მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ახ­სე­ნეთ და ეს სწო­რედ ის თე­მაა, რაც თი­თო­ე­ულ თბი­ლი­სელს აწუ­ხებს. ქა­ლა­ქი მე­გა­პო­ლი­სად იქცა, ყველ­გან ლა­მის 40-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბი შენ­დე­ბა. რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა თბი­ლი­სის გე­ო­ლო­გი­უ­რი ნი­ა­და­გი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას სა­ძირ­კვე­ლი გა­ი­თხა­როს და ცა­თამბჯე­ნი და­იდ­გას?

– რა თქმა უნდა, ყველ­გან მშე­ნებ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა – მა­გა­ლი­თად, მდი­ნა­რის ჭა­ლა­ში ტე­რი­ტო­რი­ის ათ­ვი­სე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, თბი­ლი­სის გე­ო­ლო­გია საკ­მა­ოდ კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი, ქა­ნე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი არ­სე­ბობს.ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია უბ­ნე­ბი, სა­დაც გე­ო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი ხელ­საყ­რე­ლი არ არის – ან მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო, ან თა­ვად ქა­ნე­ბის ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბით და­ძა­ბუ­ლო­ბას ვერ უძ­ლებს და მარ­ტი­ვად იშ­ლე­ბა. თუკი ასეთ ად­გი­ლებ­ში მშე­ნებ­ლო­ბა მა­ინც გა­და­წყდე­ბა, იქ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ძირ­კვე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო მიდ­გო­მე­ბი და მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გია სა­ჭი­რო.

მე­ო­თხე­უ­ლი ასა­კის კონ­გლო­მე­რა­ტე­ბი, თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი გზა.

 

– თუმ­ცა გა­რე­დან ხში­რად ჩანს, რომ ინ­ვეს­ტო­რე­ბი ამას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ… ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი, ჩემი აზ­რით, ჰა­ე­რის ვენ­ტი­ლა­ცი­ის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დე­რე­ფა­ნი იყო, დღეს კი ისეა გა­დატ­ვირ­თუ­ლი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბით, რომ ნორ­მე­ბი აშ­კა­რად დარ­ღვე­უ­ლია…

– ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა ჰქონ­დეს. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, უნდა შე­ირ­ჩეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, ნაკ­ლე­ბად სა­ხი­ფა­თო ლო­კა­ცია. სამ­შე­ნებ­ლო უსაფრ­თხო­ე­ბა ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რე­ა­ლო­ბა უნდა იყოს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ 2002 წლის 25 აპ­რი­ლის მი­წისძვრა ამის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია. შე­საძ­ლოა ბევ­რმა არ იცის, მაგ­რამ უშუ­ა­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის ქვეშ გა­დის თბი­ლი­სის რღვე­ვა, რო­მე­ლიც ტექ­ტო­ნი­კუ­რად აქ­ტი­უ­რია. 2002 წლის მი­წისძვრაც სწო­რედ ამ რღვე­ვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია. სე­ის­მუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის, ღვარ­ცო­ფე­ბის, მე­წყრე­ბის, ქვა­თაც­ვე­ნი­სა და წყალ­დი­დო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, თბი­ლი­სი საკ­მა­ოდ მო­წყვლა­დი ქა­ლა­ქია და თი­თო­ე­ულ უბანს სპე­ცი­ფი­კუ­რი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა.გარ­და თა­ვად გრუნ­ტი­სა, უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რო­გორ არის შე­ნო­ბა აშე­ნე­ბუ­ლი. ძვე­ლი, თუნ­დაც თა­ვის დრო­ზე კარ­გად აშე­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ინც სა­ჭი­რო­ებს მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგსა და გა­და­მოწ­მე­ბას, რად­გან დი­ნა­მი­კურ რე­გი­ონ­ში ვცხოვ­რობთ და გა­რე­მო მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა.

  • თბი­ლი­სის გე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კი – ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე

– ვი­ცით, რომ 14 ივ­ლისს თქვენს ინ­სტი­ტუ­ტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა იგეგ­მე­ბა. გვი­თხა­რით რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით, რა ელო­დე­ბათ სტუმ­რებს?

– დიახ, 14 ივ­ლისს დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე (ნუ­ცუ­ბი­ძის ქ. 77) იხ­სნე­ბა თბი­ლი­სის გე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კი.აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სი­სა და მისი შე­მო­გა­რე­ნის ამ­გე­ბი ქა­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლებ­საც თან ერ­თვის პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე და­წე­რი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფე­ბი. ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მო­ქა­ლა­ქეს შე­ეძ­ლე­ბა მობ­რძან­დეს და გა­ეც­ნოს ამ მა­სა­ლას. სა­ექ­სპო­ზი­ციო ნი­მუ­შე­ბი სამ ნა­წი­ლად ერ­თი­ან­დე­ბა:

1. წმინ­და სა­მეც­ნი­ე­რო ნა­წი­ლი – ქა­ნე­ბის ასა­კი, სტრუქ­ტუ­რა და გე­ო­ლო­გი­უ­რი ის­ტო­რია.2. ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­წი­ლი – იმ ქა­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლებ­ზეც თბი­ლი­სის ცნო­ბი­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბია და­შე­ნე­ბუ­ლი (მა­გა­ლი­თად, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, ქარ­თლის დედა და სხვა).3. სტი­ქი­უ­რი ზო­ნე­ბის ქა­ნე­ბი – ახალ­და­ბი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის ბლო­კუ­რი მე­წყრე­ბის რე­ა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი, სა­დაც თვალ­ნათ­ლივ ჩანს, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე დი­ნა­მი­კის თვალ­საზ­რი­სით.გარ­და გე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კი­სა, 14 ივ­ლისს ასე­ვე გა­იხ­სნე­ბა ახა­ლი გე­ო­ტექ­ტო­ნი­კუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც სტუმ­რებს შე­ეძ­ლე­ბათ ნა­ხონ თა­ნა­მედ­რო­ვე და­ნად­გა­რე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა და გა­ი­გონ, თუ რო­გორ მუ­შა­ო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად.

წყარო