საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება

, ქალ მეწარმეთა გაძლიერებისა და მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, იქომერს ასოციაციასთან და სვისკონტაქტთან პარტნიორობით, 15-16 ივლისს, ბათუმში, მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგს გამართავს.

ტრენინგი აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ონლაინ გაყიდვების ძირითად პრინციპებს, პროდუქტის ონლაინ წარდგენისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მეთოდებს, ასევე, იმუშავებენ საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე.

პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ბანკის Ads Manager-ს. მონაწილეები ისწავლიან შეთავაზების შექმნას, სამიზნე აუდიტორიის შერჩევასა და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვას. ტრენინგი ასევე მოიცავს Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის შექმნის პრაქტიკულ სესიებს, ასევე, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებს.

აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეებისთვის ისეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ ციფრული არხების ეფექტიან გამოყენებასა და ბიზნესის ზრდაში დაეხმარება.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.