“ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ ძალიან თუ გაჭირდა თავის გუნდზე უარს იტყვის და თვითონ გარანტიებზე დაიწყებს ლაპარაკს” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალო- საქართველოს” აღმასრულებელი ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა და “ოცნების” მხრიდან ევროპელი პარტნიორების უგულებელყოფაზე ისაუბრა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრები სხვადასხვა მიზეზის გამო ყველაფერს ასრულებენ, რასაც ბიძინა ივანიშვილი მათ ეუბნება. ხოლო ივანიშვილი, სავარაუდოდ, მზად არის საჭიროების შემთხვევაში თავის გუნდზე უარი თქვას და დასავლელ პარტნიორებთან გარანტიებზე საუბარი დაიწყოს, მათ შორის გარკვეული საფასურიც გადაიხადოს.
ამასთან, ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს საფასურის გადახდა მოუწევს ნელ-ნელა მოდის – “ვხედავთ, რომ რუსეთი სერიოზულად დასუსტდა”.




