რკინიგზა: მეწყრის ჩამოწოლის გამო რამდენიმე რეისზე მატარებლები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.

“უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე”. – აღნიშნულია რკინიგზის გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გაუქმდა ხვალ 7 თებერვალს დაგეგმილი რეისები:

  • თბილისი-ბათუმი (802),
  • თბილისი-ზუგდიდი (870),
  • თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
  • ბათუმი-თბილისი (803),
  • ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
  • ფოთი-თბილისი (873),
  • ხაშური-ზესტაფონი (6446),
  • ზესტაფონი-ხაშური (6417).

უწყების ცნობით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ