რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 519 უკრაინული დრონი მოიგერიეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 519 უკრაინული დრონი მოიგერიეს და გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დრონები განადგურდა ბელგოროდის, ფსკოვის, ნოვგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ორიოლის, ტულის, ტვერის, იაროსლავის, ვორონეჟის, სმოლენსკის, კალუგის, რიაზანის, ლიპეცკის, როსტოვის, სამარას, სარატოვის, ვოლგოგრადის, ლენინგრადის, მოსკოვის ოლქების, კრასნოდარის მხარის და აზოვის ზღვის თავზე.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

სასწრაფოდ გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დავრწმუნდები, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ – გელა მთივლიშვილი პროკურატურას მიმართავს