უკრაინელებმა ყირიმში სამხედრო აეროდრომსა და ხიდებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმში დროებით ოკუპირებულ „გვარდეისკოეს“ აეროდრომს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზარალის მასშტაბი, ამ დროისთვის, უცნობია.

სამხედროების ცნობით, „გვარდეისკოე“ ყირიმში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო აეროდრომია, რომელიც გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური და საზღვაო ავიაციის თვითმფრინავების განსათავსებლად, საბრძოლო ფრენების მხარდასაჭერად, ლოჯისტიკისა და თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში, გუსელნიკოვოს მახლობლად, მდინარე გრუზსკი იალანჩიკზე გამავალ საავტომობილო ხიდსა და სტარომარიევკას მახლობლად, მდინარე კალმიუსზე გამავალი საავტომობილო ხიდს დაარტყეს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმა განახორციელეს დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქებში მდებარე საბრძოლო მასალის სამ საწყობზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია