Tbilisi Open Air 2026 მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (Kordz) გორის ბავშვთა გუნდთან ერთად აღარ გამოვა. მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„გორის ბავშვთა გუნდმა, სამწუხაროდ, ორი დღის წინ ჩვენი ერთობლივი კონცერტი (რეპეტიციის ვიდეოს დადების შემდეგ) კონკრეტული მიზეზის გარეშე გაგვიუქმა, რაც მე პირადად ძალიან მეწყინა და არ ველოდი“.
Kodz წერს, რომ მსმენელის წინაშე სტუდია ანა-ბანას გუნდთან ერთად წარდგება.
სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა გორის ბავშვთა გუნდმაც:
„გორის ბავშვთა გუნდი , ხელმძღვანელის პირადი და გადაუდებელი პრობლემის გამო, სამწუხაროდ, Open Air- ზე ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, რისთვისაც ძალიან ვწუხვართ… ჩვენს გულშემატკივარს და ასევე მონაწილეებს უდიდეს ბოდიშს ვუხდით ( Kordz ) და წარმატებებს ვუსურვებთ!“