უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის წინააღმდეგ ომის დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბრალდება უკავშირდება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებულ საჰაერო თავდასხმებს, მათ შორის 2 ივლისის დარტყმებს კიევზე, რაც ჟენევის კონვენციების დარღვევად ფასდება.




