გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მონაწილეობას ეხმაურება.
მიხეილ როთი ყაველაშვილის ვიზიტს „სირცხვილს“ უწოდებს.
„სირცხვილი! საწყალი საქართველო“, – წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. ამასთან, ყაველაშვილი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
ირანში სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამანეის დაკრძალვის ცერემონია დღეს დაიწყო. როგორც ირანის საგარეო უწყებაში განაცხადეს, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან. ირანში ცერემონიაზე დასასწრებად ასევე ჩავიდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი.




