(ვიდეო)

რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის შედეგად კიევის დარნიცკის რაიონში ცხრასართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსულმა ძალებმა მასშტაბური იერიშისას უკრაინის მიმართულებით 570 რაკეტა და დრონი გაუშვეს, რომელთაგან თავდაცვის ძალებმა 524 სამიზნე გაანეიტრალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”