ლიეტუვა დათანხმდება, ქვეყანაში ბირთვული იარაღი განათავსოს

ლიეტუვა დათანხმდება, ქვეყანაში ბირთვული იარაღი განათავსოს.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ საპარლამენტო პარტიები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომელიც ლიეტუვის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური დებულების გაუქმებას ითვალისწინებს.
„გეოპოლიტიკური სიტუაცია უარესდება. ჩვენი კონსტიტუცია მაშინ დაიწერა, როდესაც გეოპოლიტიკური გარემოებები სრულიად განსხვავებული იყო“, – თქვა მან.
ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვაში ბირთვული იარაღის შენახვის უახლოესი გეგმები არ არსებობს, თუმცა, ამ დებულების გაუქმება უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა არ შეიზღუდოს, თუ უსაფრთხოების გარემოებები მომავალში შეიცვლება.