პროფესორი სიმონ ჯანაშია:
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღეა. წარმატებები და იღბალი აბიტურიენტებს!
წელს მათ არ გაუმართლათ, რადგან ქართულმა ოცნებამ:
– შეამცირა პროგრამების არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ამით ხელოვნურად გაზარდა კონკურსი;
– შეამცირა პროგრამების არჩევანი რეგიონულ უნივერსიტეტებში და ამით აიძულა ადგილობრივი ახალგაზრდები, რომ წავიდნენ სხვა რეგიონებში სასწავლებლად;
– გააუქმა სახელმწიფო დაფინანსების მიღების შესაძლებლობა კერძო უნივერსიტეტებში.
– შეამცირა მრავალ პროგრამაზე იმ წლების რაოდენობა, რომლის დროსაც სახელმწიფო სწავლას უფინანსებს;
– შეამცირა პროგრამების მნიშვნელოვან ნაწილზე სწავლის ხანგრძლივობა და შესაბამისად ორი (ძირითადი და მეორადი) კვალიფიკაციის ნაცვლად, მათი კურსდამთავრებულები ერთი კვალიფიკაციით დაასრულებენ სწავლას;
– შეარყია სახელმწიფო უნივერსიტეტების ფინანსური მდგრადობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ პროფესორები, რომლებთან სწავლასაც ახალგაზრდები გეგმავენ, შეიძლება საერთოდ წავიდნენ ამ სასწავლებლებიდან.
ყველა ამ პრობლემის შედეგი იქნება ნაკლები, უხარისხო და ნაკლებად დამაჯერებელი განათლება. რომ გავიმარჯვებთ, ცალკე სახელმწიფო პროგრამები იქნება გასაკეთებელი, ქართული ოცნების პოლიტიკით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. მაღალი ხარისხის განათლების გარეშე, ჩვენ მომავალი არ გვაქვს.




