“ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს” – შალვა ნათელაშვილი

“ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს”- ასეთ შეფასებას აკეთებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას.

  • შალვა ნათელაშვილმა -ის საელჩოში, ირაკლი კობახიძის მიერ, ურთიერთობის გადატვირთვის სურვილზე გაკეთებული განცხადება და მიხეილ ყაველაშვილის ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე წასვლა შეაფასა.

“ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ აღიარეთ ჩვენი მუდმივობა, შეეგუეთ, რომ არცევნებს გავაყალბებთ, მივიტაცებთ ხელისუფლებას, დემოკრატიას მოვსპობთ, ესენი ითხოვენ შეუძლებელს. ევაჭრებიან ყოვლად მიუღებელი მეთოდებით და ასეთ ვაჭრობას მოყვება მათთვის სატორალი შედეგები. 

ორსახოვანი იანუსობა ნახეთ თქვენ: ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა – ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას და ისმენს “სიკვდილი ამერიკას” შეძახილებს აპლოდისმენტების ფონზე” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.  

ცნობისთვის, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავ­ში­რე­ბით, -ის სა­ელ­ჩო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა გუშინ გაიმართა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მმარ­თვე­ლი გუნ­დის, ოპო­ზი­ცი­ის, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მი­ვიდ­ნენ.

აშშ-ს საელჩოში არ გამოჩენილა . ამ ეტაპზე უცნობია, არ მიიწვიეს თუ თავად არ მივიდა პრეზიდენტი ღონისძიებაში.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი ბაია პატარაია აშშ-ის საელჩოში მიღებაზე, საპროტესტო გზავნილით “თავისუფლება სინდისის პატიმრებს” მივიდა. 

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ