სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონი

ნონა ქურდოვანიძე იურისტი, საიას ყოფილი თავმჯდომარე
“სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის დეკემბერში არაკონსტიტუციურად ცნო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონი.
ამ კანონს სლოვაკი უფლებადამცველები „რუსულ კანონს“ უწოდებდნენ მისი მსგავსების გამო რუსეთისა და საქართველოს ანალოგიურ კანონებთან.
სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად სადავო ნორმებმა ძალა 2026 წლის 4 თებერვალს დაკარგა.
ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თუ არ ვცდები, პირველი პრეცედენტია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, როდესაც სწორედ ეროვნულმა საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა „უცხოური გავლენის“ ტიპის რეგულაცია, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილების გარეშე.
სასამართლომ დაადგინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სპეციალური რეგისტრაციისა და დონორთა სავალდებულო გამჟღავნების მოთხოვნები არ ემსახურებოდა გამჭვირვალობის ლეგიტიმურ მიზანს, ქმნიდა ორგანიზაციების სტიგმატიზაციის, გაერთიანების თავისუფლებაში არაპროპორციული ჩარევისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების რეალურ საფრთხეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა