დრონებით თავდასხმა პენზაზე – სამიზნე სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებული საწარმო იყო

რუსეთის ქალაქ პენზაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო ფიზიკური გაზომვების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის სამხედრო ტექნიკისა და სარაკეტო სისტემების კომპონენტებს აწარმოებს.

ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ დრონების ნამსხვრევებმა მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზები და მშენებარე შენობა დააზიანა. გუბერნატორის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს – ბრალდებულები შვილებს ბათუმში, მათ შორის ტურისტულ ადგილებში, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ