L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ

მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფში ბოლო, მესამე ტური ჩატარდა.
ინგლისმა პანამას 2:0, ხორვატიამ კი განას 2:1 მოუგო.
ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი ინგლისმა დაიკავა, 6 ქულით მეორე ადგილი ხორვატიამ, 4 ქულით მესამე განამ, ხოლო პანამა ქულის გარეშე მეოთხე პოზიციაზე დარჩა.
ინგლისი, ხორვატია და განა 1/16-ფინალში გავიდნენ.
ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“
პანამა – ინგლისი 0:2
გოლები: 0:1 ბელინგემი (62), 0:2 კეინი (67)
ფილადელფია. „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი“
ხორვატია – განა 2:1
გოლები: 1:0 სუჩიჩი (31), 1:1 ლიუკასენი (73), ვლაშიჩი (83)
– კეინი 11 გატანილი გოლით მსოფლიო ჩემპიონატებზე ინგლისელთა რეკორდსმენი გახდა. მან ამ სეზონში ნაკრებსა და კლუბში 65 მატჩში 70 გოლი გაიტანა.
– პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ინგლისელთა სასტარტო შემადგენლობაში არაინგლისური კლუბების ოთხი ფეხბურთელი იყო.
– ხორვატმა პერიშიჩმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-20 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოდან დაიწყო) – რეკორდსმენი მალდინია (23).