თურქეთის თასის მერვედფინალში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ საკუთარ მოედანზე „სამსუნსპორი“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 72-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. ფატიჰის” რიგებში ექვსმა იტალიელმა ითამაშა და ორმა გოლი გაიტანა – დავიდე ბირასკიმ და ფლავიო პაოლეტიმ.
შემდეგ შეხვედრას „ფატიჰ კარაგუმრუკი“ ჩემპიონატზე 10 თებერვალს სახლში „პენდიკსპორთან“ ჩაატარებს.
ფატიჰ კარაგუმრუკი – სამსუნსპორი 2:1
გოლები: 0:1 მუანდილმაჯი (68), 1:1 ბირასკი (72), 2:1 პაოლეტი (89)