27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება.
გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის დილა და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები – ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი.
ნახევარფინალურ ეტაპზე იბერია 1999 დინამო თბილისს, ხოლო გორის დილა ტორპედოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
იბერია 1999 – დინამო თბილისი | მიხეილ მესხი | 19:00
არბიტრი – ცოტნე სამსონაშვილი
პირველი ასისტენტი – ზვიად ბლიაძე
მეორე ასისტენტი – გიორგი გოგოხია
მეოთხე მსაჯი – ირაკლი კვირიკაშვილი
ვიდეო მსაჯი – გიორგი ავაზაშვილი
ვიდეო მსაჯის ასისტენტი – დავით ახვლედიანი
დილა – ტორპედო | თენგიზ ბურჯანაძე | 21:00
არბიტრი – ალეკო აფციაური
პირველი ასისტენტი – დავით ჩიგოგიძე
მეორე ასისტენტი – ბორის ჟვანია
მეოთხე მსაჯი – ჯენერი ხორავა
ვიდეო მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი
ვიდეო მსაჯის ასისტენტი – გურამ მაჩიტიძე
GFF.GE