ეკვადორმა გერმანიას მოუგო – E ჯგუფიდან 1/16-ფინალში სამი ნაკრები გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო, მესამე ტური ჩატარდა.
ეკვადორმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა (2:1), 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა. გერმანია კი 6 ქულით ჯგუფის გამარჯვებული გახდა.
ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“
ეკვადორი – გერმანია 2:1
გოლები: 0:1 სანე (2), 1:1 ანგულო (9), 2:1 პლატა (77)
კოტ-დ’ივუარმა კიურასო 2:0 დაამარცხა (ვილიარეალის თავდამსხმელმა პეპემ დუბლი შეასრულა) და 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა – გერმანიას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩა. კიურასაო 1 ქულით ჯგუფში ჩარჩა.
ფილადელფია. „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი“
კიურასაო – კოტ-დ’ივუარი 2:0
გოლები: 0:1 პეპე (7), 0:2 პეპე (64)