თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის მიმართულია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შავი პროპაგანდის გავრცელებისკენ. “პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვლევას ეფუძნება და თუკი ევროპელები მარტო ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ყალბ კვლევებს არ ეყრდნობიან, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უსამართლო რეზოლუციები მათსავე შავ პიარს ემსახურება”- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე ევროპელი ლიდერები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ქართველი საზოგადოება მსგავს გზავნილებს კრიტიკულად აღიქვამს და ისინი რეალურ შედეგს ვერ იძლევა.
„ევროსაბჭოს რეზოლუციებს რომ ქართველი ხალხი უკვე ორი ყურის პრინციპით უსმენს, ამაში აქამდე უნდა დარწმუნებულიყვნენ ევროპელი ლიდერები. მერამდენე მცდელობაა ეს და მერამდენე იმედგაცრუება იქნება მათთვის. ევროსაბჭოს სხდომიდან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების პანელურმა ფოტომ კი, საბჭოთა პერიოდის ბრეჟნევის დელეგაციების ფოტო გამახსენა. სიმართლე ის არის, რომ ევროსაბჭოს მორიგი რეზოლუციაც ემსახურება მხოლოდ “შავ პროპაგანდას” ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან. როგორც ჩანს, პიარ-სტრატეგიაშიც აშკარა კრიზისი აქვთ. პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვლევას ეფუძნება და თუკი ევროპელები მარტო ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ყალბ კვლევებს არ ეყრდნობიან, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უსამართლო რეზოლუციები მათსავე შავ პიარს ემსახურება. ევროსაბჭომ რაც არ უნდა დაწეროს, მომავალი არჩევნებიც მშვიდობიანად და სამართლიანად ჩაივლის. ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და დაანახებს მსოფლიოს, რომ ნებისმიერი უსამართლო ზეწოლა იმ ერზე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო იდენტობისთვის ბრძოლაში, ფუჭია და მიზანს ვერასოდეს მიაღწევს“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია