21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ ევროკავშირის ინსტიტუციები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მათთან რამეზე საუბარი რთული იქნება. შალვა პაპუაშვილი “ღამის კურიერის” ეთერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს გამართულ დებატებს.

“PACE-ს რუმინელმა დეპუტატმა ბულაიმ, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დღეს რეზოლუციაში ერთ-ერთი ცვლილება, რაც დააინიცირა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამის აღიარება იყო მისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ამ ადამიანს რაზე უნდა ველაპარაკოთ?! – ეს ადამიანი იყო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელმაც აბსოლუტურად ფალსიფიცირებული, ყალბი დასკვნა დადო არჩევნებთან დაკავშირებით. მათ შორის, ეს ჯგუფი იყო ჩართული, რომ ზეწოლა მოეხდინათ ეუთოს დელეგაციაზე და ამაზეც ჩვენ ვიცით ფაქტები. მათ შორის, ეუთოს დელეგაციიდან ვიცით ეს, რომ მათზე იყო ზეწოლა 2024 წელს რომ მათ შეეცვალათ საკუთარი დასკვნა. როდესაც იყო პრესკონფერენცია არჩევნების მეორე დღეს და მისიებმა ერთად ჩაატარეს პრესკონფერენცია და წარმოედგინათ საკუთარი შედეგები, მანამდე იყო ზეწოლა ეუთოზე. ეს გაბედეს ამ ადამიანებმა, ზეწოლას ახდენდნენ დელეგაციაზე, რათა შეეცვალათ დასკვნა.

ასე, რომ ასეთი ადამიანები ახლა რომ სხედან PACE-ში, ჩვენ მათთან სასაუბრო არც არაფერი არ გვაქვს. ამიტომაც არის, რომ საქართველოს დელეგაცია PACE-ში არ მონაწილეობს, ვიდრე ისინი არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს. 21-ე საუკუნეში ჩვენ ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, აქ ხომ დამთავრებულია მათი იდეოლოგიურ-ღირებულებითი საფუძველი. ამიტომ, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია