ხატია დეკანოიძე – პრეზიდენტმა ივანიშვილზე მეტ-ნაკლებად სწორი გზავნილი მიაწოდა პარტნიორებს – ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ადამიანი, რომელმაც კაპიტალი დააგროვა რუსეთში და შემდეგ ის უპრობლემოდ გამოიტანა რუსეთიდან

პრეზიდენტმა ივანიშვილზე მეტ-ნაკლებად სწორი გზავნილი მიაწოდა პარტნიორებს – ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ადამიანი, რომელმაც კაპიტალი დააგროვა რუსეთში და შემდეგ ის უპრობლემოდ გამოიტანა დან, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის ოლიგარქად და მთავარ პრობლემად დახასიათება, რომელიც დგას ანტიდასავლური პოლიტიკის უკან, მნიშვნელოვანია.
„მე მოხარული ვარ, რომ ივანიშვილზე მეტ-ნაკლებად სწორი გზავნილი მიაწოდა პრეზიდენტმა პარტნიორებს. თქვენ იცით, რომ უფრთხოდა და ცოტა თავშეკავებული იყო ივანიშვილის შეფასებაში, მაგრამ ვფიქრობ, ეს დახასიათება (ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება) მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, პარტნიორებისთვის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რა არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა და ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ადამიანი, რომელმაც კაპიტალი დააგროვა რუსეთში და შემდეგ ის უპრობლემოდ გამოიტანა რუსეთიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილის ოლიგარქად და მთავარ პრობლემად დახასიათება, რომ ყველაფრის მიღმა – იმპიჩმენტის, ანტიდასავლური პოლიტიკა და იმ ადამიანების უკან, ვინც ამას ეწევა, არის ივანიშვილი.
საქართველოში არის ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც მართავს ყველაფერს, ოლიგარქის განმარტება არის მცირეთა მმართველობა მდიდარი ადამიანების. ვინ მართავს დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს? – ესაა ივანიშვილი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ს განცხადებით, ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. როგორც ზურაბიშვილმა, le monde-თან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“.
“მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ