თუ ჩვენი პრინციპები არ მოგწონთ, სხვა პრინციპებიც გვაქვს” – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატმა, საბინა ჩუდიჩიმ დებატების დროს განაცხადა და საქართველოშ მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ გამოთქმულ ნებისმიერ შეშფოთებასა თუ კრიტიკაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლების რეაქცია სულ უფრო მეტად ხდება დამამცირებელი და ზიზღით სავსე.
სამწუხაროდ, საქართველოზე ჩვენი გამოსვლები იმავე გვერდიდან გრძელდება.
ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეიძლება გავაანალიზოთ პროგრესი, მდგომარეობს იმაში, რომ გავაანალიზოთ მისი თანამშრომლობა ამ ორგანიზაციის საკვანძო ორგანოებთან, კერძოდ: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ვენეციის კომისიასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და, რა თქმა უნდა, მინისტრთა კომიტეტთან.
ყველა ამ ორგანოს საქმიანობის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს ევროპის საბჭოსთან შინაარსობრივ დიალოგში ჩართვას.
სივრცე, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია საქმიანობა, ზეწოლის ქვეშაა იმ დონემდე, რომ საფრთხის ქვეშ დგება თავად მათი არსებობა.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათი ხელმძღვანელობის, ასევე დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმები უნდა დასრულდეს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და გრანტების შესახებ კანონი, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, ვერ გაუმჯობესდება და უნდა გაუქმდეს.
ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ გამოთქმულ ნებისმიერ შეშფოთებასა თუ კრიტიკაზე ხელისუფლების რეაქცია სულ უფრო მეტად ხდება დამამცირებელი და ზიზღით სავსე.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მიუღებელია, ვინმემ ქართველ ხალხს მენტორული ტონით ესაუბროს.
ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩვენ, როგორც მომხსენებლებს, გასულ წელს საქართველოში ვიზიტისას “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს რომ ისინი უზრუნველყოფდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასა და აღსრულებას.
ამრიგად, ის, რაც ჩვენ გვითხრეს, მკვეთრ წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც რეალურად ადგილზე ხდება.
ანალოგიურად, გასულ კვირას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშზე საპასუხოდ, მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ანგარიში მოკლებულია ლეგიტიმურობას და სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია.
თუ ჩვენი პრინციპები არ მოგწონთ, სხვა პრინციპებიც გვაქვს. როგორც ამას მარქსი ცნობილი ფრაზით ამბობდა.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პრინციპები, მტკიცედ დავუდგეთ მათ გვერდით და მოვითხოვოთ მათი სრული განხორციელება, რათა შესაძლებელი იყოს შინაარსიანი დიალოგი,” – განაცხადა საბინა ჩუდიჩიმ.




