ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის აღფრთოვანებულია უკრაინის სამხედრო წარმატებებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ისინი იმის ნიშნებს ხედავენ, რომ ტრამპი უფრო კეთილგანწყობილი ხდება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისადმი და, შესაძლოა, უფრო მეტად იყოს მიდრეკილი რუსეთზე ზეწოლისკენ, რათა მან ომი დაასრულოს.
ამავდროულად, წყაროები ჯერ კიდევ სკეპტიკურები არიან იმასთან დაკავშირებით, დაიცავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი თავის სიტყვას. მათ აღნიშნეს, რომ მას აქამდეც მიუცია დაპირებები, რომლებიც არ შეუსრულებია.
ამის მიუხედავად, ზელენსკის, ტრამპისა და სხვა ლიდერების შეხვედრების შემდეგ მათ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატეს მიღწეულ პროგრესზე Patriot-ის რაკეტების მიწოდებისა და იარაღის წარმოებისთვის ლიცენზიების საკითხებში.




