უკრაინამ გაანადგურა Starlink-ით აღჭურვილი რუსული უპილოტო მოიერიშე კატარღები, რომლებიც სანაპიროზე დარტყმას ცდილობდნენ

უკრაინამ გაანადგურა Starlink-ით აღჭურვილი რუსული უპილოტო მოიერიშე კატარღები, რომლებიც სანაპიროზე დარტყმას ცდილობდნენ – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, სერჰი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა განაცხადა. ბესკრესტნოვის თქმით, თავდასხმის მცდელობა დაახლოებით დილის 4:00 საათზე დაიწყო, როდესაც რუსულმა ძალებმა უკრაინის სანაპიროს მიმართულებით რამდენიმე უპილოტო საზღვაო ხომალდი გაუშვეს.
💬 „როგორც ადრეც აღვნიშნე, განადგურებული კატარღები აღჭურვილი იყო Starlink-ით, რადგან მტერს არ გააჩნია სხვა სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ მათი მართვა ასეთ დიდ დისტანციებზე” | დასძინა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.
🔴 ამავდროულად, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა ერთ წელიწადში შექმნას Starlink-ის თანამგზავრული კავშირგაბმულობის სისტემის საკუთარი ალტერნატივა.
🔴 Ukrainska Pravda-სთან ინტერვიუში ბროვდიმ, აღნიშნა, რომ რუსული ძალები უკვე ცდიან პროტოტიპულ სისტემებს, რომლებიც შექმნილია Starlink-ის მსგავსი ბრძოლის ველის საკომუნიკაციო შესაძლებლობების დასაკოპირებლად