ცირა ელისაშვილი: ამ კაცს თბილისისგან მადლობა ეთქმის. ის ერთადერთია, ვინც ქალაქს არ ავნო, ვინც კულტურის ახალი კერები შექმნა

პროფესორი, საჯარო პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ცირა ელისაშვილი:
ამ კაცს თბილისისგან მადლობა ეთქმის.
ის ერთადერთია, ვინც ქალაქს არ ავნო, ვინც კულტურის ახალი კერები შექმნა.
ახალი თაობა ვერასოდეს წარმოიდგენს, რომ მათი მშობლების თაობას წარმოდგენაც არ ჰქონდა სად იყო სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც თემურ უგულავამ ახალი მიზიდულობის ცენტრად აქცია.
ის ერთადერთია, ვინც კაპიტალი აგრესიული ჩარევის იარაღად არ აქცია.
ის უამრავ ადამიანს ეიმედებოდა. მათ შორის მეც. ზუსტად ვიცოდი, რომ თბილისის მუზეუმისთვის, რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობ მთავარ სიტყვას სწორედ თემურ უგულავა იტყოდა.
ისე წავიდა, არაფერი მითხოვია. უბრალოდ ვიცოდი….. რომ საჭიროებას ზუსტად გაიგებდა.
კონკრეტული გადაწყვეტილებების, წარმატებული შედეგის მიუხედავად, მისი კოლეგები ბიზნეს სექტორიდან უგულავას მიმდევრებად ვერ იქცნენ.
ამიტომ სიკვდილის მერეც დიდხანს დარჩება იმ ერთადერთად, ვისაც კაპიტალი ქალაქის საზიანოდ არ გამოუყენებია.
მშვიდობით განისვენე, სიკეთის მქმნელო ადამიანო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა