მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს

მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს
ფოტო: Getty
8
წაკითხვა
მეცნიერებმა მარსიდან მოპოვებული ქანის ფრაგმენტში ძოწის ნატეხები იპოვეს. ეს მინერალი აქამდე წითელი პლანეტიდან აღებულ ნიმუშში არასდროს უპოვიათ.
დედამიწაზე ძოწი იმ პირობებში ყალიბდება, სადაც ძალიან მაღალი ტემპერატურა, წნევა ან ქიმიური ცვლილება ხდება. აქამდე მიიჩნეოდა, რომ მარსზე ძოწის ჩამოსაყალიბებლად საჭირო პირობები არ არსებობდა.
ეს აღმოჩენა ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს. მეტეორიტში არსებული ძოწი მარსზე ჩამოყალიბდა? თუ ასეა, როგორ და როდის? და თუ ასე არ არის, მაშინ სად წარმოიშვა ეს ძოწი და მარსზე როგორ აღმოჩნდა?ადამიანების უმრავლესობას ძოწი მუქი წითელი ფერის წარმოუდგენია. ეს ხშირად ასეც არის, თუმცა ამ მინერალის მარსული ვერსია — არა.
როგორც ბევრი სხვა მინერალი, ძოწიც შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდეს. მაგალითად, ანდრადიტი (ძოწის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც რკინითაა მდიდარი), ხშირად მოყვითალო-მომწვანო ფერისაა. ასეთი შეფერილობა მეტეორიტებში ნაპოვნ მინერალებს ხშირად აქვს ხოლმე. სწორედ ამიტომ, მეცნიერებს ეს ძოწი კინაღამ გამორჩათ, თავიდან იგი პიროქსენი ეგონათ, რომელიც მეტეორიტებში ხშირად გვხვდება, თუმცა ამ მინერალის ქიმიური შედგენილობა განსხვავებული იყო. შემდგომში ჩატარებული ანალიზებით დადასტურდა, რომ აღნიშნული მინერალი მართლაც ანდრადიტი იყო.
ამ მეტეორიტს NWA 8171 ჰქვია და ბაზალტური ბრექჩიისგან შედგება. ეს ქანის ტიპია, რომელიც მაშინ წარმოიშობა, როცა მაგმა გრილდება და მყარდება. ეს ამ მინერალის აღმოჩენას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის: სამომავლოდ შეიძლება მარსის გეოლოგიაზე ბევრად მეტი შევიტყოთ.
საქმე ისაა, რომ ძოწში წარსული გეოლოგიური პროცესების კვალი განსაკუთრებით კარგადაა შემონახული. გარდა ამისა, ამ მინერალის გამოყენება მარსზე მიმდინარე ქიმიური პროცესების დასათარიღებლადაც შეგვიძლია.
კიდევ უფრო საინტერესოა, რომ შეიძლება ძოწი მარსზე საერთოდაც არ ჩამოყალიბებულა. იმ ფრაგმენტის ქიმიური შედგენილობა, რომელიც ძოწს შეიცავს, მართლაც მარსისას ჰგავს. მეორე მხრივ, NWA 8171 ბევრ სხვადასხვა მასალას შეიცავს, ამიტომ ნამდვილად არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ძოწი მარსიდან სულაც არ არის.
სამომავლოდ მკვლევრები მინერალში იზოტოპური თანაფარდობის შესწავლას აპირებენ, რითაც ძოწის სავარაუდო წარმოშობის ადგილს უკეთ იპოვიან,
ნაშრომი გამოცემაში Geochemical Perspectives Letters გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ხელოვნურმა ინტელექტმა სამყარო შეისწავლა და ფიზიკოსებს მოულოდნელი პრობლემა შეუქმნა4534 ნახვა
მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა4022 ნახვა
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით2544 ნახვა
2030 წლისთვის -ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს1979 ნახვა
მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს1431 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
Sci-Tech
გრიპის ახალი ვაქცინა “გზაშია” — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა
გრიპის ახალი ვაქცინა “გზაშია” — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა

წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
გადახედვა
ეკონომიკა
2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
ადამიანი
კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
გადახედვა
მეცნიერება
რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს
რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს
გადახედვა

ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა
ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა
გადახედვა
კოსმოსი
შეიძლება იუპიტერის თანამგზავრზე დედამიწიდან სიცოცხლე მოხვედრილიყო — ზაზა ოსმანოვის კვლევა
შეიძლება იუპიტერის თანამგზავრზე დედამიწიდან სიცოცხლე მოხვედრილიყო — ზაზა ოსმანოვის კვლევა
გადახედვა
ისტორია
1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე
1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე
გადახედვა

ნახეთ: “მთამსვლელი” ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება
ნახეთ: “მთამსვლელი” ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება
გადახედვა
დედამიწა
მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს