27 წლის მარცხენა მცველის მარკ კუკურელიას „ჩელსიდან“ „ბარსელონაში“ დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ის „რეალში“ გადაბარგდა.
„ჩელსი“ კუკურელიას სანაცვლოდ 55+5 მილიონ ევროს მიიღებს.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, ესპანეთისა და კაბო ვერდეს მატჩისას სტადიონზე მყოფი „ბარსელონას“ გულშემატკივრები კუკურელიას უსტვენდნენ და იუდას უწოდებდნენ.
კომენტარები „ბარსას“ ფეხბურთელებმა გააკეთეს.
დანიელ ოლმო: „მარკს ჩვენთვის არაფერი უთქვამს! ლა ლიგაში ტანჯვა მოუწევს… მაგალითად, ლამინ იამალთან“.
გავი: „რას იზამ… „რეალი“ ბოლო ხანს ძალიან ხშირად იცვლის განაპირა მცველებს! ასე ხდება, როდესაც ჩვენს გუნდში იამალი თამაშობს. ის საუკეთესოა. კუკურელია მის შესაჩერებლად დაიმატეს. მარკი კარგი ფეხბურთელი და მეტოქეა.
ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ვარჯიშის შემდეგ გავიგეთ. ამას არ ველოდით, არავინ არაფერი არ იცოდა. მან ეს ამბავი ძალინ კარგად დამალა. იამალი ცოტა დასცინის, რადგან სწორედ მას მოუწევს კლასიკოში მისი შეჩერება“.
კუკურელია კატალონიური კლუბის სისტემაში 2012-2020 წლებში იმყოფებოდა. ფიფას წესებით, იმ ფეხბურთელის ტრანსფერიდან, რომლის განვითარებაში წვლილი შეიტანეს, სხვადასხვა კლუბები თანხას მიიღებენ – კონკრეტულად „ბარსელონა“ 1.35 მილიონს. კომპენსაციას აგრეთვე „ესპანიოლი“, „ხეტაფე“ და „ბრაიტონი“ მიიღებენ.