სააკაშვილი ეთანხმება პრეზიდენტ ზურაბიშვილს

სააკაშვილი ეთანხმება პრეზიდენტ ზურაბიშვილს
“პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.
როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს.
ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა და სამიზნე გაასწორონ ოლიგარქზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხაზგასმით უარს ამბობს სხვა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკაზე და პრაქტიკულად ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს მათ თავდასხმებს.
პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც და საერთოდ იმ პოლიტიკურმა ატმოსფერომ, რომელიც შექმნილია ნათლად დაადასტურა, რომ ოლიგარქის მმართველობას წყალი აქვს შეყენებული და ამ ისტორიულ არჩევნებზე ჩვენ მას მიტაცებული საქართველო კლანჭებიდან აუცილებლად უნდა გავაგდებინოთ და ქართველი ხალხი სიღატაკისგან, უპერსპექტივობისგან და საბოლოო განადგურებისგან დავიხსნათ.” – წერს , რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
Next: „კასპერსკის ლაბორატორიამ“ გაარკვია, თუ როგორ ატარებენ კიბერკრიმინალები ექსპერიმენტებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

ასევე დაგაინტერესებთ

სანახევროდ პოლიტიკაში გადასული და ოპოზიციის გუნდში მოთამაშე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ პოლიტიკურ სუბიექტად აპირებს გარდაქმნას, როგორც მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა. ის ერთ დროს ივანიშვილის კარზე მუშაობდა და როგორც ამბობენ, ფინანსური თაღლითობის გამო გამოაგდეს

ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია, ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი – მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში, რაც პატრონი, ის ყმა და მონაო – “დიფ სთეითზე” და ყიფიანზეა ნათქვამი

წინ მივიწევთ საერთაშორისო ინდექსებში იმ ფონზე, როცა გვაშანტაჟებენ ექსტრემიზმის მხარდამჭერი და საშინაო რეიტინგებშიც დაკნინებული ევროკრატები, გამჭვირვალობის კუთხით, საქართველოს მთავრობა ევროპის ტოპ ათეულშია