შმაგი სამხარაძე:  სად არიან ჩვენი შეთქმულების თეორიების მოყვარულები?

„სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე: 
სად არიან ჩვენი შეთქმულების თეორიების მოყვარულები?
დღეს რო 72 წლის ექიმს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – აქ ყველაფერი სამართლიანადაა?
თუ კითხვები, ეჭვები და აღშფოთება მხოლოდ ამერიკულ სპორტზე ვრცელდება?
და კიდევ ერთი რამ – ვერ მახსენდება, ასეთი ემოციით ოდესმე რუსეთის ოკუპაციაზე, წართმეულ ტერიტორიებზე ან უკრაინელი ბავშვების გატაცებაზე ელაპარაკათ (ციმბირში რო გაიყვანა პუტინმა, რის გამოც ჰააგაშია გასამართლებული და ვერ ყოფს თავს კრასნოდარის ბუნკერიდან).
სამწუხაროა, რომ მტერმა ზოგიერთი ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ რუსეთის მისამართით სიტყვასაც ვეღარ ამბობენ.
მაგრამ ყველას მაინც სჭირდება თავი მართალ, თავისუფალ და მამაც ადამიანად იგრძნოს. ამიტომაც ეძებენ ნებისმიერ თემას, სადაც პროტესტის და აღშფოთების გამოხატვა უსაფრთხოდ შეიძლება – იქნება ეს სპორტი, ამერიკა თუ ნებისმიერი სხვა სამიზნე, რომელიც რეალურად მათ არაფერს უშავებს. იქ უცებ ჩნდება “სიმამაცეც, პრინციპულობაც და აღშფოთებაც”.
ასეთი რამ როგორ უნდა დაგმართოს მტერმა?..

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!