ნიკო მანაგაძე: კიდევ ერთხელ ვიაზრებ, რატომ აკრძალეს კანონის მთელი სიმკაცრით სასამართლოში გადაღება

აქტივისტი ნიკო მანაგაძე: 
სასამართლოში ვარ და ასე მძაფრად ალბათ არასდროს მქონია განცდა, რო იმ დარბაზში ვზივარ, სადაც ამ წუთას 40 კაცი ვუყურებთ საქართველოს სინდისის გასამართლებას.
4 ოქტომბრის საქმეზე ტყვედ აყვანილი პატრიოტები, ვინც არ დათანხმდნენ საპროცესო გარიგებას, წარმოთქვამენ საბოლოო სიტყვას განაჩენის გამოცხადების წინ – უმრავლესობა ხნიერი პენსიონერია.
ისეთი სიტყვებია, მთელმა ქვეყანამ კი არა, მსოფლიომ რო გინდა მოისმინოს.
ასე გულიდან წამოსული, ასეთი გულწრფელი და მართალი, ნამდვილი ემოციით…
ყოველ წამს თვალებს ვაცეცებ — ვუყურებ მოსამართლეს, პროკურორს, მანდატურებს, სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს, თითქოს რაღაც ადამიანური რეაქცია მინდა დავიჭირო მათი სახეებიდან, ემოციიდან..
და კიდევ ერთხელ ვიაზრებ, რატომ აკრძალეს კანონის მთელი სიმკაცრით სასამართლოში გადაღება.
ამის ნახვის შესაძლებლობა რომ მხოლოდ რამდენიმე ათეულ კაცს არ გვქონდეს და ეს კადრები რომ ყველა ადამიანამდე მიდიოდეს, არ ვიცი, როგორ იცოცხლებდა ეს ბოროტება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მსჯავრდებულ ია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გამაჩნია – განაჩენის აღსრულების და მისი დაკავების მიზნით, განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა