ოთარ ზურაბიშვილი: თეა წულუკიანის ცილისმწამებლური პოსტი ჩემგან სიღრმისეულ პასუხს არ იმსახურებს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი:
თეა წულუკიანის ცილისმწამებლური პოსტი !
Publication calomnieuse de Tea Tsulukiani !
თეა წულუკიანის ცილისმწამებლური პოსტი ჩემგან სიღრმისეულ პასუხს არ იმსახურებს. ამ განცხადებით იგი მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური შფოთვის პერსონალურ ჭრილში გადატანას ცდილობს.
​აღსანიშნავია, რომ ჩემს ოჯახზე ის ზუსტად იმავე ტერმინოლოგიით საუბრობს, რომლითაც პუტინის პროპაგანდა — უკრაინელებზე, ხოლო ივანიშვილის რეჟიმი — ოპოზიციაზე:
ჩვენ ფაშისტები ვართ, ისინი კი — თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდები.
ფასეულობათა ამგვარი დამახინჯება და რეალობის თავდაყირა დაყენება ჩვენთვის უკვე კარგად არის ნაცნობი.
​ეს პროცესი, მათი იდეოლოგიური შთამაგონებლების ბედის მსგავსად, მხოლოდ და მხოლოდ ამ რეჟიმის გარდაუვალ კრახზე მიუთითებს.
La publication calomnieuse de Tea Tsulukiani ne mérite pas de réponse approfondie de ma part. Tea Tsulukiani n’y fait que déplacer sur le plan personnel son malaise politique.
Je note qu’elle parle de ma famille dans les mêmes termes que la propagande poutinienne parle des Ukrainiens ou le régime d’Ivanishvili de l’opposition.
Nous sommes les fascistes, ils sont de valeureux combattants de la liberté.
Cette inversion des valeurs nous est désormais familière. Elle ne fait qu’annoncer, en miroir de celle de leurs inspirateurs, la chute de leur régime.
ცნობისათვის, თეა წულუკიანის პოსტი იხილეთ აქ

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება