“არ გაჩერდეთ, იბრძოლეთ!
არ დაზოგოთ არავინ! ხომ ჩამოგიქციეს სამყარო, ააოხრეთ თქვენც! არ შეგეშინდეთ არც ერთი წამით! მკვლელის ადგილი არის ციხეში!
დასქრინეთ მუქარის შემცველი ყველა მესიჯი თუ კომენტარი. მთელმა საქართველომ ნახა ჩვენს წინააღმდეგ როგორ იბრძვიან მკვლელების ოჯახები და ამის ფონზე, დღეს გიორგი რიკაძის ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, ჩვენ სამძიმარი გამოვუცხადეთ დაზარალებულს და ის კი მთელ საქართველოს აწყევლინებს ჩვენს თავსო.
გიგა ავალიანის დედიკოს თანადგომა ლუკა ჩხიკვიშვილის დედიკოს!” – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. ეკა კუპატაძემ სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დედასა და ოჯახს, რომლებსაც, ოჯახის განცხადებით, შვილის გარდაცვალებაში დამნაშავე პირები ემუქრებიან და აშანტაჟებენ.




