ლევან სანიკიძე:
ან ეს დაჯარიმებული კაცი ვინაა? ან რა საჩივარი შევიტანე? ვის რაში სჭირდება თქვენი დაცვა? მართლა გარეკილი აქვთ.
ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების დავალებით არიან მოსეულები თქვენი პარტაქტივი, ტროლები და ბოტები ჩემზე და ჩემს ოჯახზე, მაგრამ ვერაფერს დაგვაკლებთ.
თქვენ თვითონ ხართ საქართველოს ერთი დიდი შეურაცხყოფა და ღმერთმა დამიფაროს ოდესმე ჩემი ღირსება თქვენი დასაცავი გახდეს.




