სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე წერილს აქვეყნებს:
ამას წინათ სასეირნოდ ვიყავით ასულები, ე.წ. „პრაგულკაზე“. გვერდითა კაბინებიდან სხვა პატიმრების ხმები გვესმოდა. ვიღაც ამბობდა – მე 6 თვე მომისაჯეს და 2 წელი პირობითიო, ვიღაცამ -1 წელი და 4 წელი პირობითიო, ვიღაცას 9 თვე მისცეს და 3-წლიანი პირობითი. ყველა კმაყოფილი იყო სასამართლოსთან თანამშრომლობით. არადა, ზოგი ძარცვაზე იჯდა, ზოგი – წამალზე, ზოგი – ვიღაცის ცემაზე, ზოგი – იარაღის ტარებაზე, ოჯახურ ძალადობაზეც კი. თან, ეს მათი პირველი „სროკი“ არ იყო.
ერთადერთი, ჩვენი საშველი არ არის მხოლოდ. რანაირად უნდა თქვას ვინმემ (თუნდაც ყველაზე უკანასკნელმა ქოცმა, რა ნამუსით, რომელიც ისედაც არ აქვთ), რომ პოლიტიკური არ არის ჩვენი დაჭერა?! როცა ცხოვრებაში პირველად მოვხვდით ციხეში, იქამდე ერთი კანონდარღვევაც კი არ გვქონია და ჩვენ მაინც არაფერი შეგვეხო. ჩვენ უფრო მეტად ვართ კრიმინალები, ვიდრე ისინი, ვისაც ესენი იწყალებენ და რამდენიმე კვირაში უკან ბრუნდებიან ახალი დანაშაულებებით?!
არც მჭირდება მათი წყალობა, უბრალოდ, როგორი უსამართლო სამართალია, მაგას ვუსვამ ხაზს. ამათ სამართალი ის ჰგონიათ, თუ ვიღაც ფარისევლურად, ცარიელი სიტყვებით ვითომ მოინანიებს (თუნდაც მეოთხედ იყოს ნასამართლევი), თორემ თავად საქმეს ან პატიმრის დოსიეს კი არ უყურებენ.
P.S. ნეტა თუ იციან, რამდენი კარგი რაღაც გამიკეთეს ამ დაჭერით, რამდენი ახალი უნარი აღმომაჩენინეს ჩემს თავში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, 2024 წლის 6 დეკემბრის დაჭერაა. ამ მტარვალებს ეგონათ, მღუპავდნენ – სინამდვილეში კი ახლიდან დამბადეს.“




