მწერალი ლაშა ბუღაძე:
არ დაგვინახავსო, სულ ეცემიან გუნდებში ბავშვები და რომც დაგვენახა, ეს ხომ სტატისტიკური დაცემა იქნებოდაო – ბოდიშებიც იხადა ზოგმა ისეთი სიყალბით, როგორი სიყალბითაც ამ დედასამშობლო სიმღერებს აღნავლებენ თაობებსა და თაობებს… სწყინთ კიდეც, რატომ არის ჩვენი ღელვა ყალბიო? იმიტომ რომ ათასი დაცემა, წამება, გვემა და ცრემლი ვერ დაინახეთ და ვერც ამას დაინახავდით, შემთხვევითობის წყალობით რომ არ დაენახა ხალხს და არ ემხილებინეთ! ხომ ვერ დაინახეთ, როგორ გაატარეს გვემითა და ცემით ზვიად რატიანი მოძალადეებს შორის?! ხომ ვერ დაინახეთ, როგორ გაუსწორდნენ დავით ქაცარავას და ლევან ხაბეიშვილს?! როგორ უხვდებოდნენ ხალხს სახლებთან და ასისხლიანებდნენ… დედებს ხელიდან რომ გლეჯდნენ შვილებს ქუჩაში ნადირობისას?! როგორ ურტყამდნენ წიხლებს დაცემულს… კინაღამ რომ მოკლეს პირდაპირ ეთერში გურამ როგავა და მაკა ჩიხლაძე… ეს ხომ არ და ვერ დაინახეთ, მსხვერპლის როლი რომ მოირგეთ თქვენი უპასუხისმგებლობისა და სქელკანიანობის გადასაფარად?! ხომ დადუმდით, არ შეიმჩნიეთ და იქნებ მოიწონეთ კიდეც… ხომ ფეხებზე გეკიდათ ნაცემი ხალხი! და რატომ გიკვირთ, რომ არავის სჯერა, რომ წაქცეული ბავშვი დაინახეთ და სხვებს არ ანიშნეთ, სიმღერა გაეგრძელებინათ… თქვენ ხომ ყოველთვის მღერით და ცეკვავთ, როცა სხვებს ტკივათ!




