მარნეულში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა – არსებული ინფორმაციით, უთანხმოება მუსიკის შეკვეთას მოჰყვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, მათ სხეულის დაზიანებები ერთმანეთს ცივი იარაღით მიაყენეს. შემთხვევა გუშინ, 14 ივნისს მოხდა.

ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ორივე მათგანს ბრალი აქვს წაყენებული.

Aktual.ge-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის უთანხმოება მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით წარმოიშვა. მათივე ცნობით, ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა, მას ცივი იარაღით 10 ჭრილობა აქვს მიყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო კილაძე – გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი – კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის „გაშავებას“ რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, პრობლემები არ შემექმნებოდა